суббота, 8 февраля 2014 г.

თეა აბაშვილის პროექტის პორტფოლიო.

პროექტის სანახავად გადადით ბმულზე.
ტრენინგის VIII დღე

დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი.ბევრი სიახლე და დიდი გამოცდილება შევიძინე.ამ ტრენინგის დახმარებით უკეთ შევძლებ ნამუშევრების,პრეზენტაციების  ეფექტურად წარდგენას.მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ,რათა, კოლეგების პრეზენტაციები კონსტრუქციულად შევაფასო.განვიხილეთ მერვე მოდული.
ტრენინგის VII დღე

მეტად საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე,რადგანაც ვისწავლეთ პრეზენტაციების ბლოგზე ატვირთვა.ჩვენს გვერდითაა ყოველთვის  ტრენერი, ქალბატონი დიანა და ძალიან გვეხმარება.განვიხილეთ მეექვსე მოდული,სპეც.საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასების რუბრიკა.მინდა გამოვყო ჩვენი სკოლის სიამაყე და ჯგუფის ლიდერის,ქეთი ქევხიშვილის პროფესიონალიზმი და ავთენტური იუმორი,რომელმაც აღაფრთოვანა და დაშოკა აქ მყოფი პუბლიკა.წინ გველის უფრო საინტერესო დღეები.დიდი მადლობა დიანა მასწს ჩვენი გაძლებისთვის....
ტრენინგის  VI დღე
ეს დღე იყო შედარებით ხალისიანი,რადგან განვიხილეთ პრეზენტაციები.მივიღეთ რჩევები კოლეგებისგან.გავიარეთ მეოთხე მოდული და  დავათვალიერეთ მოსწავლის ნიმუშები.წინ გველის კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღეები.
ტრენინგის V დღე

 გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.მივიღეთ უკუკავშირი.გავიხსენეთ POWER-POINT-ი.შევქმენი ჩემი პრეზენტაცია.გავეცანით  საავტორო უფლებების მნიშვნელობას.გადავედით და ვისაუბრეთ სკაიპზე, ინტერნეტზე,ელ-ფოსტაზე,ჩათზე.ვისაუბრეთ უსაფრთხოების წესების გამოყენებაზე(სოც.ქსელებით სარგებლობის დროს)გავეცანით მესამე მოდულს.
შედარებით ადვილია ჩემთვის მუშაობა.
ამაღლებულ განწყობილებას მიქმნის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა.
ტრენინგის  IV დღე
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები.მოდული-2. შევქმენით დროში გაწერილი გეგმის მონახაზი.მოვიფიქრეთ წინარე ცოდნისა და საჭიროების გამოვლენისათვის სტრატეგიები და განვიხილეთ. დავიწყეთ საკუთარი პროექტისათვის შეფასების ფორმის შექმნა.განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები და პრეზენტაციის ფორმის მონახაზი შევქმენით.